სირიის სამთავრობო ძალებმა ერაყის ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს | Allnews.Ge

სირიის სამთავრობო ძალებმა ერაყის ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა შიიტ ამბოხებულებთან ერთად, ერაყის საზღვრისპირა ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ISIS-ი აღნიშნულ ტერიტორიას 2014 წლიდან აკონტროლებდა და მის უმსხვილეს საყრდენს წამოადგენდა.

რამდენიმე დღის წინ სირიის არმიამ "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქი ელ-კაიმიც გაათავისუფლა.

სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

myquiz