სირიის ჯარმა დეირ-ეზ-ზორში "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა
სირიის ჯარმა და მოკავშირეთა ძალებმა ქალაქ დეირ-ეზ-ზორზე სრული კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ სირიული ეროვნული სააგენტო "სანა" იუწყება.
"სირიულმა ჯარმა დეირ-ეზ-ზორში "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა და ქალაქი მთლიანად გაათავისუფლა", - წერს სააგენტო.
დეირ-ეზ-ზორზე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი უკანასკნელი დასაყრდენი იყო. ქალაქი ტერორისტების ალყაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა.