ტრენერთა ტრენინგი -  სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება
კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.
პროექტის მთავარი მიზანია გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდობასთან აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით.

ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით  აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:
- გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
- დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
- წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდგომი ღონისძიებები:

- მულტიპლიკატორების მოსამზადებელი ტრენინგი: ტრენერთა ტრენინგი  -  ფორუმ თეატრი
18-21 მაისი გორი
8-11 ივნისი ქუთაისი
15-18 ივნისი ზუგდიდი
22-25 ივნისი ბათუმი


- განხორციელების ფაზა:  ივლისი- აგვისტო
- შემაჯამებელი შეხვედრა: 29-30 სექტემბერი
მონაწილეების პროფილი:
- ახალგაზრდული მუშაკები, ტრენერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები
- რომლებიც მუშაობენ გორის, ზუგდიდის, ქუთაისის და ბათუმის ახალგაზრდების გაძლიერებაზე
- არიან 25-35 წლის
- გამოთქვამენ მზაობას სრულად ჩაერთონ პროექტში
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გორიდან გთხოვთ 5 მაისამდე შეავსოთ აპლიკაცია
მონაწილეებისთვის ქუთაისიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან აპლიკაციების მიღება გრძელდება 20 მაისამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
595 99 60 30
davidmirvelashvili@hotmail.com


პროექტში მონაწილეობა არის უფასო, პროექტი სრულად ფარავს კვებისა და სატრენინგო მასალების თანხას. პროექტის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი
ასაკი
ტელეფონის ნომერი
E-mail
ქალაქი (რეგიონი)
Clear selection
რას საქმიანობთ ამჟამად? (იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას, მოკლედ აღწერეთ  საქმიანობა)
რატომ გსურთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
რა გამოცდილება გაქვთ ტრენინგების/სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით?
პროექტში თქვენი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ 1-2 დღიანი ღონისძიების ჩატარება თქვენს რეგიონში, რამდენად მზად არის თქვენი ორგანიზაცია მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივას?
გთხოვთ დაადასტუროთ რომ სრულად შეძლებთ პროექტში ჩართვას
გთხოვთ დაადასტუროთ რომ სრულად დაესწრებით ტრენინგს
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy