კონკურსი ახალგაზრდა მკვლევართა  კლუბის რეგიონული კოორდინატორების  გამოსავლენად

კონკურსის მიზანია შეირჩეს კოორდინატორი მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ ხედვა, თავიანთ რეგიონში საბუნებისმეტყველო დარგების პოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების თაობაზე.

<> რეგიონული კოორდინატორის მოვალეობები:
         *რეგიონში არსებული კლუბების ელექტრონული ბაზების წარმოება
         *აქტიური კომუნიკაცია სკოლებთან
         *ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების პოპულარიზაცია
         *შუამავალის როლის შესრულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონულ კლუბებს შორის.
         *სკოლებში არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა და შესწავლა.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან
         *თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
         *ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმებით წელიწადში ერთხელ ადგილობრივი ფორუმის ჩატარება.
         *გასახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება და  ღონისძიებათა კოორდინირება. (კონკურსები,
          ტრენინგები, ვებინარები, ფესტივალები და ა.შ)
         *ჩასატარებელ და ჩატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაციის მოწოდება და მათი საერთო ბაზებში დაფიქსირება.
         *კვარტალური ანგარიშების მომზადება
         *აქტიური თანამშრომლობა სხვა რეგიონის კოორდინატორებთან.
         *კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან.


თქვენ, ყველა ერთად, ქმნით მკვლევართა კლუბების ქსელს. ჩვენ დაგეხმარებით, განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც შეცვლის და გააუმჯობესებს ბავშვების მოტივაციას და ჩართულობას საბუნებისმეყველო პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში. .

კონკურსის ფარგლებშო, შემოსული განაცხადების საფუძველზე შეირჩევა ექვსი კოორდინატორი მასწავლებელი

კონკურსში გამარჯვებული მაწავლებლები: 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ვარშავაში (პოლონეთი).

რეგისტრაციისა და დოკუმენტების გამოგზავნის ბოლოო ვადაა : 30 აგვისტო
კონკურსის შედეგები გამოცხადდება სექტემბრის პირველ ნახევარში.

კონკურსი ტარდება პროექტის "ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭრა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური „ფონდი სკოლა კლასთან“.
შინაარსობრივ პარტნიორს წარმოადგენს - მეცნიერების ცენტრი კოპერნიკი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.  ხოლო სტრატეგიულ პარტნიორია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი.
საქართველოს მხრიდან ლიდერს წარმოადგენს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - რეგიონი გარდამავალ   პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნატო სამხარაძე - პროექტის ადგილობრივ კოორდინატორები
ელ.მისამართი: Yexclub@iliauni.edu.ge 

ნინო აღაჯანაშვილი - კოორდინატორის თანაშემწე
T: 577076097

მეგი ბიბილური - პროექტის კოორდინატორი პოლონური მხრიდან
ელფოსტა: megi.bibiluri@szkolazklasa.org.pl

გისურვებთ წარმატებას !
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ელექტრონული ფოსტის მისამართი: *
ტელეფონის ნომერი:
სკოლის სრული დასახელება *
რა საგანს ასწავლით სკოლაში? *
რამდენი წელია მართავთ მკვლევართა კლუბს? *
რომელი რეგიონის კოორდინატორობა გსურთ: *
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პროექტების ფარგლებში ნამყოფი ხართ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის რაიმე აქტივობაზე? *
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse