მოქალაქე გიორგი ლაბაძე პარლამენტისგან აბორტის კრიმინალიზებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, აბორტი დასჯადი უნდა გახდეს, თუკი არ არსებობს სამედიცინო ან არასამედიცინო ჩვენებებისგან ერთ-ერთი გარემოება.
კერძოდ, ინიციატორი მოქალაქე გიორგი ლაბაძე წერს, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტი, სადაც წერია, რომ ორსულობის შეწყვეტა ნებადართულია, თუკი ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას, უნდა შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
ა) თუ არსებობს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგენილი სამედიცინო და არასამედიცინო ჩვენაბათაგან ერთ-ერთი გარემოება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს სურს, რომ ამ მხრივ ცვლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსშიც და 133-ე მუხლით გათვალისწინებული დებულება - უკანონო აბორტი, სადაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ასიდან ორას ორმოც საათამდე, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას საათამდე".
საკანონმდებლო წინადადების ინიციატორის აზრით, აბორტის მიმართ საქართველოში არსებული მიდგომა ემყარება ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ზეწოლას, რომელიც მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობას მოიცავს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადებამ უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები პარლამენტში, რათა იქცეს კანონპროექტად, შემდეგ კი – კანონად.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები